თეგებით ძიება

ჯემალ ღაღანიძემ არაერთი დაუვიწყარი როლი განასახიერა - რას აცხადებს შალვა პაპუაშვილი?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწუხარებას გამოთქვამს მსახიობ, ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს დამსახურებული არტისტის ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო. ბატონი ჯემალი 67 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ქართულ თეატრს და ამ დროის განმავლობაში არაერთი დაუვიწყარი და გამორჩეული როლი განასახიერა, რითაც სამუდამოდ შეაყვარა თავი ქართველ მაყურებელს.

გულრწფელად ვუსამძიმრებ ბატონი ჯემალის ოჯახს, ახლობლებს და ქართულ თეატრალურ საზოგადოებას“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა