შეგახსენებთ მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სიტყვებს - გადატრიალდით საკუთარ ლოგინებში - რას ამბობს ნანა კაკაბაძე?
არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ ყველას ვისაც, ქვეყნის "გადატრიალება" უნდა საკუთარ საწოლში შეიძლება გადაბრუნდეს.
"ყველაფრის მომზადებაში სააკაშვილის დედაა ჩართული, რომელიც არა ექიმების, არამედ ლობისტების მითითებებით კვებავს საკუთარ შვილს, როდესაც დასავლეთის ფავორიტი ზელენსკი ყოველგვარი ლოგიკის გარეშე იცავს უკრაინის საზღვრის დამრღვევ სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილს, გასაგებია, თუ რაოდენ ფართომასშტაბიანი შეთქმულება მზადდებოდა საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც ამ შეთქმულების ორგანიზატორები მას განუბაჟებელი ტვირთის სახით ჩვენს სამშობლოში აგზავნიდნენ.
სააკაშვილის თვითდაზიანების გასაღება წამებად, მისი ევროპელი ლობისტების და „თავისუფალი სამყაროს ლიდერის“ გულამოსკვნილი გოდება „დემოკრატიის შუქურის“ გადასარჩენად, აბაშიძე-კარასინის ჩვეულებრივი საუბრის ჩანაწერის გამო ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა, ნაფტალინიდან გამოსული ხიდაშელების, გახარიების და სხვების მორალური პედესტალიდან ისტერიული კივილის მჭექარობისა და რიცხოვნობის გაზრდა", - აცხადებს კაკაბაძე.