თეგებით ძიება

"ვწუხვარ, რომ მის შეურაცხყოფას ცდილობენ" - ნათია ფანჯიკიძე ამირან გამყრელიძეზე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელ, ამირან გამყრელიძეზე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ წუხს ადამიანის განადგურების კამპანიები ეროვნულ თვისებად ჩამოყალიბებას.

"ამირან გამყრელიძის არც პროფესიონალიზმში მეპარება ეჭვი, არც ადამიანობაში და არც მის საქმის მიმართ დამოკიდებულების მაღალ კულტურაში. ვწუხვარ, რომ მის შეურაცხყოფას ცდილობენ. და საერთოდაც ვწუხვარ, რომ ადამიანის განადგურების მასობრივი კამპანიები ასეთ ეროვნულ თვისებად ჩამოყალიბდა. ბრბოსთვის საჯიჯგნად გადაგდება იმ ხალხის, ვინც რაღაცას ქმნის, დიდი პროექტის განხორციელების თვისება აქვს და ქვეყნიდან არ გარბის, წვლილი შეაქვს რამის განვითარებაში, არც მადლობას ითხოვს არავისგან, იქნებ როგორმე ვაჯობოთ თავებს და სიცოცხლე მაინც ვაპატიოთ ხოლმე", - წერს ნათია ფანჯიკიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა