"მადლობა სცენაზე თუ სცენის მიღმა გატარებული ულამაზესი წლებისთვის..." - გია ბაღაშვილი ჯემალ ღაღანიძეზე
მუსიკოსი, გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში გარდაცვლილ არტისტს, ჯემალ ღაღანიძეს ემშვიდობება.
"კიდევ ერთმა დიდმა პიროვნებამ დაგვტოვა... ბატონი ჯემალ ღაღანიძე აღარ გვყავს! ეს საოცარი კაცი, სიკეთით სავსე, თბილი, გვერდში მდგომი, სიხარულის მფრქვეველი... დიდებული არტისტი! მშვიდობით ბატონო ჯემალ! მადლობა თქვენთან ერთად სცენაზე თუ სცენის მიღმა გატარებული ულამაზესი წლებისთვის. მადლობა უსაყვარლესი როლებისთვის, გვერდში დგომის ფანტასტიური ნიჭისთვის... ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად 20 წელზე მეტი ხნის მანძილზე მუშაობისა და მეგობრობის პატივი მერგო. "ჩემი მაესტრო" - ასე მომმართავდით, არა და მთელი ცხოვრება მე ვსწავლობდი თქვენგან პროფესიონალიზმს, საქმის მიმართ თავდადებას, მაყურებლის პატივისცემას, სიხარულისა თუ ტკივილის ღირსეულად გადატანას... გზა მართალს გამყოფოთ გამჩენმა...", - წერს მუსიკოსი.
შეგახსენებთ, მსახიობი, ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.