თეგებით ძიება

ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, რომ სააკაშვილის საკითხი გადაწყვიტოს - რას ამბობს ხატია დეკანოიძე?

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი გადაწყვიტოს.

ამასთან, დეკანოიძე გამოეხმაურა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანებას ეწევა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამაზე საუბრით პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს, ამასთან მან აღნიშნა, რომ არ ენდობა კლინიკა “ვივამედის" ხელმძღვანელსაც.

„პარტიაში გუშინ ვიყავი, ფრაქციაში ახალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით გრძელდება ჩვენი კონსულტაციები, ამიტომ სხვა სხდომების შესახებ ნამდვილად ვერ მოგახსენებთ. შემიძლია გითხრათ ღიად და გულწრფელად გითხრათ, ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, რომ მიშას საკითხი გადაწყვიტოს, გარდა ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილისა. რაც შეეხება თვითდაზიანებაზე საუბარს, ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებლობის მოხსნას ხელისუფლების მხრიდან. არ ვენდობი ქალბატონ ნადირაძეს! ამ კლინიკას, ხელისუფლებას და ქალბატონ ნადირაძეს არ აქვს ნდობა, ისინი პასუხისმგებლები არიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე”, - განაცხადა დეკანოიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა