თეგებით ძიება

მზად ვართ, ოპოზიციას ისევ დავუთმოთ სახალხო დამცველის შერჩევის პრივილეგია - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ მზად არიან, რომ ისევ ოპოზიციას დაუთმონ სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პრივილეგია.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბურჯანაძეც და აბაშიძე აქციებზე ხალხს პირდაპირ მოუწოდებდა, ხელისუფლების გადატრიალებისკენ, ასეთი კანდიდატები არ უნდა იყვნენ წარდგენილი სახალხო დამცველის თანამდებობაზე.

„რაციონალურად თუ იქნება წარმოდგენილი კანდიდატები, ამ შემთხვევაში არსებობს კონსენსუსის მიღწევის რესურსი და დაველოდებით ჩვენ. კონსტიტუციაში წერია, რომ 90 დეპუტატი სჭირდება სახალხო დამცველის არჩევას, სულ მცირე 90 დეპუტატს უნდა მოეწონოს სახალხო დამცველის კანდიდატი.

ჩვენც უნდა მოგვეწონოს სახალხო დამცველი და არა მარტო ოპოზიციას, ეს თუ არის ჩარევა მათ ვერ წაუკითხავთ კონსტიტუცია. უმრავლესობასაც რომ უნდა მოსწონდეს მინიმალურად სახალხო დამცველი, ეს არ არის ჩარევა, ჩვენ ვერევით რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, კი არ ვერევით.

ჩვენ ვიღებთ პრინციპულად სწორედ გადაწყვეტილებას, რადგან ამ 90 ხმიდან რაც არის საჭირო 83 ხმა არის ჩვენი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერევით გადაწყვეტილების მიღებაში, ეს წერია კონსტიტუციაში. კონსტიტუცია გვავალდებულებს, რომ არასათანადო ადამიანი არ შევარჩიოთ ამ პოსტზე, ანუ ბურჯანაძე რომ არ უნდა ავირჩიოთ ამ პოსტზე, არაკეთილსინდისიერი ადამიანი ან აბაშიძე, რომელიც აგინებდა ჩვენს მხარდამჭერებს, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება.

ასეთი ადამიანების არ არჩევა, მაგრამ თუ იქნება წარმოდგენილი ისეთი კანდიდატურა, რომელიც იქნება მისაღები უმრავლესობისთვის და ოპოზიციისთვის ერთდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება აბსოლუტურად სათანადო მიდგომა“, – განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა