თეგებით ძიება

არანაირი ექსპერტიზა არ არის საჭირო, ერთი რამ არის გასაკეთებელი, მიშამ უნდა ჭამოს - კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მსჯავრდებულმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჭამა უნდა დაიწყოს.

„ეს არის იმ ყველაფრის ნაწილი, რასაც ჩვენ ბოლო თვეებია, ვუყურებთ. ამ ყველაფრის მიზანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, თითქოს, სააკაშვილს ციხეში არალმობიერად ეპყრობიან, არ აქვს ხელმისაწვდომობა, არადა, ადამიანს ყველაფერი აქვს.

ის რადიკალურად განსხვავებულია სხვა პატიმრებთან შედარებით, ციხეშიც არაა, კლინიკაში იმყოფება. პატიმარი არის თვითდაზიანების რეჟიმში და ამას აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, რომ როგორმე დაიხსნან ციხიდან და ამას მოგვიწოდებენ. პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციაზე, ჩვენს კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა უნდა მივაყენოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, სამშობლოს, გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

    მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.


    თეგები


    მსგავსი სიახლეები

    რეკომენდირებულია თქვენთვის

    ყველა

    აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

    ყველა