თეგებით ძიება

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს ქმნის

„ნაციონალური მოძრაობა“ ექსპეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის შტაბებს ქმნის. ამის შესახებ დღეს, პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, შტაბებში გაწევრიანება ნებისმიერ ადამიანს შეეძლება.

„ჩვენი გუნდის დაპირების შესაბამისად, პირველი გადაწყვეტილება, რასაც მივიღებთ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის შექმნაა. ამ შტაბებისთვის ლოჯისტიკის, ინფრასტრუქტურისა და ყველანაირი დახმარების უზრუნველყოფა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ბიუჯეტის ნაწილის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მიმართვა, ჩვენი გეგმაა. საზოგადოებამ იცის, რომ კვირების განმავლობაში კონსულტაციები მიმდინარეობდა ერთ კანდიდატთან, გიორგი ჩალაძესთან. მას ეყოლება გუნდი, შტაბების ჩამოყალიბებასა და გამართვაზე პასუხისმგებლობას ის აიღებს. „ნაციონალური მოძრაობა“ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მიხეილ სააკაშვილის თემის გააქტიურებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ხელი შეუწყოს. ეს ყველაფერი იქნება ზეპარტიული და შტაბებში გაწევრიანება შეეძლება ყველას, ვისთვისაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე მნიშვნელოვანია. მე მინდა ამ შტაბს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა