ადამიანმა დაიკლო 38 კილო და სიკვდილისკენ მიდის - გიული ალასანია სააკაშვილზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი "სიკვდილისკენ მიდის“ და ხელისუფლებას ამის აღიარება არ სურს.
"ადამიანმა დაიკლო 38 კილო და უკაცრავად სიკვდილისკენ მიდის ადამიანი. ეს თვითდაზიანება რას ნიშნავს ანუ თვითმკვლელია ადამიანი? ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი? რისი მიღებაც შეუძლია ის მიმაქვს და რაც მიმაქვს იმასაც ვერ იღებს, ხშირად დიდ ნაწილს უკან მატანს, ადამიანი არის მოწამლული. არ უნდათ აღიარონ, რომ ადამიანი არის მოწამლული. უკაცრავად, მაგრამ რა დანაშაული მიუძღვის ჩემს შვილს? ქვეყანა რომ ააშენა?“, - აცხადებს გიული ალასანია.