თეგებით ძიება

"ხვიჩა განსაკუთრებით "ნაპოლის" ამ 2 ფეხბურთელთან მეგობრობს" - კვარას უახლოესი მეგობრები ცნობილია

ერთ-ერთმა ნეაპოლურმა ვებგვერდმა, კერძოდ Napolipiu-მ "ნაპოლის" ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომლიდანაც იმ ორი ფეხბურთელის სახელი ხდება ცნობილი, ვისთანაც კვარას ყველაზე კარგი ურთიერთობა აქვს ჩამოყალიბებული.

"ოსიმენი? - ის საქართველოში ყველას უყვარს. ვიმედოვნებ, რომ ერთხელაც ჩვენს ქვეყანას ესტუმრება. ხვიჩასა და ვიქტორის დუეტი ფანტასტიკურია, თუნდაც მხედველობაში ჩემპიონთა ლიგა გვქონდეს. რაც შეეხება იტალიას, ნაპოლიმ აჩვენა, რომ ქვეყნის შიგნით არანაირი კონკურენტი არ ჰყავს."

ხვიჩას საუკეთესო მეგობრები? - კვარა ყველაზე მეტად ოსიმენთან და ელმასთან მეგობრობს, მათთან ხვიჩას მშვენიერი ურთიერთობა აქვს," - აცხადებს გამოცემასთან ჟურნალისტი, კახა დგებუაძე.

ცნობისთვის, ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს სერია A-ში გამართავს, მეტოქე კი სპეცია იქნება.

წყარო: sportline.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა