თეგებით ძიება
04. 02. 2023 მსოფლიო

უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შესაძლოა, წელს დაიწყოს - ვოლოდიმირ ზელენსკის სპეციალური განცხადება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შესაძლოა, მიმდინარე წელს დაიწყოს. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"სამიტზე განხილული იყო ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტის მზადების საკითხი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროკომისიას უკრაინის აღდგენის გეგმისთვის ერთი მილიარდი ევროს გამოყოფისთვის.

სამიტზე ევროკავშირმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი უკრაინის „მშვიდობის ფორმულას“, რაც სამიტის შემაჯამებელ განცხადებაშია დაფიქსირებული.

„ფრონტზე სიტუაცია ძალიან მძიმე რჩება, განსაკუთრებით დონეცკის მიმართულებით. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეომარს, რომლებიც უძლებენ დამპყროლების სასტიკ ზეწოლას, რომლებიც მკაფიოდ და სრულად ასრულებენ ჩვენი პოზიციების დაცვის ამოცანებს და ასეთ მძიმე პირობებშიც უკრაინას კარგ ამბებს უგზავნიან. მადლობა ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის, ვინ გვეხმარება ოკუპანტებისგან თავდაცვაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა