ნინო ნადირაძე ყველაფერზე საუბრობდა, მნიშვნელოვანი გარემოებების გარდა - შალვა ხაჭაპურიძე (ვიდეო)
ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე 3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე კლინიკა "ვივა მედის" დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებებს ეხმაურება.
მისი თქმით, ნადირაძემ ყველაფერზე ისაუბრა გარდა საქმეში არსებული მნიშვნელოვანი გარემოებებისა.
"ქალბატონი ნინო ნადირაძე, რომელიც სიმართლე გითხრათ, იუმორის სტილში შეიძლება ამ ყველაფრის განხილვა, რადგან ყველაფერზე საუბრობდა, გარდა საქმეში არსებული მნიშვნელოვანი გარემოებებისა. დაადასტურა მძიმე ავადმყოფობის ერთი დიაგნოზი, ხოლო რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამასთან დაკავშირებით მან თქვა, რომ ის ამაში კომპეტენტური არ არის. რაც შეეხება ექსპერტებს, რომლებიც დაიკითხნენ, აშკარად გამოიკვეთა მათი დასკვნის სიყალბე, ერთმა საერთოდ არ იცოდა რაზე მოაწერა ხელი და თქვა, რომ მე ამ დარგის სპეციალისტი არ ვარ და მეორე, ფსიქიატრი, მან თქვა, რომ მან ჩაატარა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ისე რომ არ უნახავს ფიზიკურად ადამიანი. ორშაბათს 5 საათზე არის ბოლო პროცესი, მხარეები ვიტყვით ჩვენ დასკვნით სიტყვებს და ალბათ იმ დღესვე გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.