მთხოვა, მე შევალ ჩემი ცოლი ექიმია და მომიყვანეო. არ ვიცოდი, დაჭრილი თუ იყო - ახალი დეტალები ლანჩხუთში სტიქაროსნის დაჭრის საქმეზე
ლნჩხუთში სტიქაროსნებს შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა. როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი, მამა იოანე (კვარაცხელია) განმარტავს, დაპირისპირება სტიქაროსნებს შორის არა ტრაპეზის დროს, არამედ სოფლის ცენტრში მოხდა.
სასულიერო პირის თქმით, არ იცოდა, რომ მამუკა წიკლაური დაჭრილი იყო.
"რო გავედი, იმ ბიჭმა მითხრა, მამაო, თუ შეიძლება ლანჩხუთში ჩამიყვანეო. მე მივიყვანე ლანჩხუთში და აქვე შევალო, რაღაც მტკივა გვერდიო მითხრა, ჩემი ცოლი მოიყვანეო. წავედი, დავტოვე და თავისი ცოლი მივიყვანე. მე არ ვიცოდი, მე რა ვიცოდი დაჭრილი რომ იყო? მამუკა წიკლაური არის ჩემი სტიქაროსანი, მაგრამ მე ხომ არ ვიცოდი, დაჭრილი რომ იყო, წირვაზე ვიყავი-მეთქი გეუბნები. ტრაპეზზე არ მომხდარა ეს, პატრულმაც იცის, ყველამ იცის, რომ ეს მოხდა სოფლის ცენტრში. საავდმყოფოს გვერდზე დავტოვე და მთხოვა, მე შევალ, ჩემი ცოლი ექიმია და მომიყვანეო. წავედი ცოლი მოვუყვანე", - აცხადებს "მთავარ არხთან" საუბარში სასულიერო პირი.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. არ არის გამორიცხული, სისხლის სამართლის საქმე სასულიერო პირის წინააღმეგაც დაიწყოს. არსებული ინფორმაციით, შსს-ს მამა იოანე კვარაცხელია ამ დრომდე არ გამოუკითხავთ.