თეგებით ძიება

უკრაინის მიერ ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში, კიევის კონტროლირებადი მთელი ტერიტორია დაიწვება - დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში, კიევის კონტროლირებადი მთელი ტერიტორია დაიწვება.

"ამ შემთხვევაში მოლაპარაკებები არ იქნება, იქნება მხოლოდ საპასუხო დარტყმები. კიევის მმართველობის ქვეშ დარჩენილი მთელი უკრაინა დაიწვება. 

რუსეთი საფრთხის ბუნებიდან გამომდინარე, მზად არის გამოიყენოს ყველა სახის იარაღი ჩვენი დოქტრინალური დოკუმენტების შესაბამისად, მათ შორის ბირთვული შეკავების საფუძვლების შესაბამისად. გარწმუნებთ, პასუხი იქნება სწრაფი, მკაცრი და დამაჯერებელი“, - განაცხადა მედვედევმა.

შეგახსენებთ, გაზაფხულზე უკრაინა რუსეთის შეტევის მოსაგერიებლად და კონტრშეტევაზე გადასასვლელად ემზადება, რომლის ერთ-ერთი მიზანიც ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნება იქნება. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა