თეგებით ძიება

ჩემს თვალწინ ქრება, ადამიანი დნება, მიდის - გიული ალსანია მიხეილ სააკაშვილზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილი მის თვალწინ დნება.

მისი თქმით, გუშინ სასამართლო პროცესზე გაჟღერდა, რომ მიხეილ სააკაშვილი სპეცდიეტაზეა და „თურმე სიცხე და ტვინის დაზიანებაც ამის შედეგია“.

„სიცხე აქვს 37.7. სიცხე გუშინ და დღეს ხომ არ დაიწყო - ადამიანს 5 თვის განმავლობაში სულ სიცხე აქვს. გუშინ გაჟღერდა, რომ თურმე რაღაც სპეცდიეტა აქვს. როგორც ჩანს, სპეცდიეტის გამო აქვს ეს სიცხეები. ტვინი რომ აქვს დაზიანებული, ესეც სპეცდიეტის შედეგია, როგორც ჩანს. რომ ათრიეს და მალები, მარცხენა მკლავი რომ აქვს ჩამტვრეული, ესეც თვითდაზიანებით ხდება თურმე. იქიდან გამოვდივარ აბსოლუტურად დანგრეული. ჩემს თვალწინ ქრება, ადამიანი დნება, მიდის და მე ამის მოწმე ვარ“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

    მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.


    თეგები


    მსგავსი სიახლეები

    რეკომენდირებულია თქვენთვის

    ყველა

    აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

    ყველა