თეგებით ძიება

ადამიანი აღარ არსებობს, ვერ ჭამს, ვეღარ მოძრაობს - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ,  კლინიკაში შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. 

„საშინელი მდგომარეობაა,  ჯანმრთელობაზე უკვე აღარ არის ლაპარაკი. ადამიანი აღარ არსებობს, არის ერთი ჯოხი, ჩხირი, რომელიც ვერაფერს ვერ ჭამს და ვეღარ მოძრაობს. 

ევროსაბჭო მიიღო რეზოლუცია, ევროკავშირმა მიიღო, საგანგებო სხდომა ჩატარდა, აპირებენ, რომ კიდევ მიიღონ რეზოლუცია, უკრაინის რადა იღებს რეზოლუციას, არის სამიტი, სადაც მუდმივად არის ჩემს შვილზე ლაპარაკი, გაზეთი აღარ დარჩა, უცხოური ცნობილი გაზეთი და ჟურნალი, სადაც არ იყოს ინფორმაცია ჩემს შვილზე. 

არ ვიცი მეტი რაღა უნდა იყოს. არ მეგულება მეორე ასეთი ადამიანი საქართველოში, რომელზედაც შეიძლებოდა ასეთი ხმაური ატეხილიყო“, - განაცხადა ალასანიამ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა