პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის თარიღი ცნობილია
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 2024 წლის ბოლოსთვის გაიხსნება. ამის შესახებ საფრანგეთის კულტურის მინისტრმა განაცხადა.
მისი განცხადებით, სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ "ნოტრ-დამი" 2019 წლის აპრილში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანდა.