თეგებით ძიება

„მოგვიმატონ ტარიფები და დაგვაფასონ" - "ვოლტის" კურიერები გაიფიცნენ

"ვოლტის" კურიერების ნაცილი გაიფიცა. ისინი „ვარდების მოედანზე“ არიან შეკრებილები.

კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ტარიფების გაზრდას ითხოვენ.

"ჩვენი მოთხოვნაა ჩვენი ტარიფების აწევა. ბევრი ხარვეზია, რის გამოც ჩვენ გვაკლდება შემოსავალი. კილომეტრების ცდომილებაა, რომელიც თითქმის ყველა შეკვეთაზე ხდება. რამდენიმე თვეა გვეუბნებიან, რომ გაასწორებენ, თუმცა არ სწორდება. რამდენიმე დღე ჰქონდათ პასუხისთვის, არანაირი რეაგირება არ ხდება მათი მხრიდან," - აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული კურიერმა.

"აქვთ იმის რესურსი, რომ მოგვიმატონ ტარიფები, იმიტომ რომ ბევრ რისკთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული ჩვენი მომსახურება. სიცივეში, წვიმაში, ყინვაში, მტვერსა და უბედურებში დავდივართ, გვინდა მოგვიმატონ ტარიფები და დაგვაფასონ ჩვენც," - დასძენს ის.

წყარო: „რუსთავი 2“

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა