„გუბაზის და ჩალაძის მოწოდებებს ქუჩის ომისკენ გიული ალასანიას ხმაც შეემატა“ - ზაალ ანჯაფარიძე
ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ოპოზიციონერების, გუბაზ სანიკიძისა და გიორგი ჩალაძის მოწოდებებს და აცხადებს, რომ ამ ბანდას ვერ წარმოუდგენია პოლიტიკა სისხლისღვრის გარეშე.
„გუბაზის და ჩალაძის მოწოდებებს ქუჩის ომისკენ გიული ალასანიას ხმაც შეემატა. აბა როგორო? ყველა გზა უნდა მოვსინჯოთო.. მოსინჯონ! და ისინიც მოსინჯავენ რაღაც რაღაცეებს. თუმცა, როგორც ვთქვი ეს ნერვების გამოცდაა.
გამახსენდა მაო ძედუნის გამონათქვამი: “პოლიტიკა არის ომი სისხლისღვრის გარეშე. ომი კი არის პოლიტიკა სისხლისღვრით".
ამ ბანდას კი ვერ წარმოუდგენია პოლიტიკა სისხლისღვრის გარეშე და ამიტომაც მდინარეებად ღვრიდნენ სისხლს ვიდრე ხელისუფლებაში იყვნენ“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.