თეგებით ძიება

ხვალ გადამწყვეტი პროცესი გაიმართება, იმედია, მოსამართლე ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს - შალვა ხაჭაპურიძე

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, ხვალ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესს ეხმაურება და იმედოვნებს, რომ მოსამართლე გიორგი არევაძე გადაწყვეტილებას ხვალვე მიიღებს. 

„ხვალ დასკვნით სიტყვას ვიტყვით და ამის შემდეგ მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას. იმედია, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება. მასთან დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლე, საქართველოს მომავალი.

რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილ პოზიციას, გარდა გაყალბებული სამხარაულის დასკვნისა და საეჭვო ფსიქიკური მდგომარეობის მქონე ექიმისა, არ წარმოუდგენიათ არცერთი მტკიცებულება.

შესაბამისად, არ არსებობს არავითარი საფუძველი იმისა, რომ მოსამართლემ მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია გაიზიაროს“, - აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა