თეგებით ძიება

„საქართველო და პოსტსაბჭოთა, ნატოს გარეშე დარჩენილი სახელმწიფოები, დიდი ალბათობით გლობალური ვაჭრობის ობიექტები გახდებიან“ - შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელსი წერს, რომ მსოფლიო გადანაწილებას მხოლოდ ის ქვეყნები გადაურჩევიან, ვინც ნატოში გაწევრიანება მოასწრო.

„მოკლედ ვინც მოასწრო და გაწევრიანდა ნატოში ის ქვეყნები გადაურჩება მომავალ მსოფლიო გადანაწილებას. საქართველო და პოსტ--საბჭოთა, ნატოს გარეშე დარჩენილი სახელმწიფოები, დიდი ალბათობით გახდებიან გლობალური ვაჭრობის ობიექტები. ამ პროცესს სრულიად მომზადებული უნდა შევხვდეთ და პირველ რიგში უნდა ამოვძირკვოთ რუსული მმართველობა ჩვენს მიწაზე. უპატიებელი და უდიდესია საფრანგეთ--გერმანიის პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე,რომლებმაც ნატოში არ მიღებით საკუთარ ინტერესებს შეგვწირეს. აი ესაა მწარე რეალობა ჩვენთვის  დღეს და არა მარტო“, - წერს შალვა ნათელაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა