თეგებით ძიება

დღეიდან ვიწყებთ ახალი ფურცლიდან - ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ახლადარჩეული თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პარტიის ყრილობაზე თანამდებობაზე ოფიციალურად დაამტკიცეს.

ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ხაბეიშვილმა პარტიის დამფუძნებელზე, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სააკაშვილი ასოცირებულია საქართველოს ევროპულ მომავალთან.

"ნაციონალური მოძრაობა" და მისი დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი ასოცირებულია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან... "ნაციონალური მოძრაობა" იყო და არის კორუფციის დაუძინებელი მტერი, ჩვენი ხალხის ჩაგვრის გაჭირვების და სიღატაკის მტერი.

"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებების მიღებაში და შესაბამისად, პოლიტიკურ საბჭოში სრული, აბსოლუტური უმრავლესობა გექნებათ თქვენ, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, თქვენს მიერ არჩეულ რეგიონულ ლიდერებს და დიახ, ნაციონალური მოძრაობა გიბრუნდებათ თქვენ, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში, თბილისის "ნაციონალურ მოძრაობას" ექნება ახალი ოფისი.

„არცერთი წამი არ გვაქვს დასაკარგი. 24-საათიან რეჟიმში ვიწყებთ აქტიურ, მუხლჩაუხრელ მუშაობას, დღეიდან ვიწყებთ ახალი ფურცლიდან", - განაცხადა ხაბეიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა