თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწის ძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემები, თურქეთში მიწისძვრას 912 ადამიანი ემსხვერპლა, 5 383 კი დაშავდა.
სირიაში კი მიწის ძვრის შედეგად, სულ მცირე, 386 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა - 600-ზე მეტი.
მიწის ძვრის ადგილზე სამძებრო სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
შეგახსენებთ, ძლიერი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ასევე სირიაში, რომელიც მოსაზღვრე ქვეყანაა 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები იგრძნეს ლიბანში, ღაზას სექტორიში, კვიპროსში.