თეგებით ძიება

საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არ აქვს - რას ამბობს შალვა ხაჭაპურიძე?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არ აქვს.

„როცა ადვოკატებს გადაწყვეტილება ჩაგვბარდება, ამას ბუნებრივია, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ მხოლოდ იმ მიზნით, რომ გარკვეული ეტაპები გავლილი გვქონდეს და საქმე საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლოში წავიდეს.

რაც შეეხება გუშინდელ გადაწყვეტილებას, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არ აქვს და ის რასაც მართლმსაჯულების სახლი და სისტემა ჰქვია, რამდენიმე მოსამართლის გამოკლებით, ეს არის როგორც თეატრში ბუტაფორია, მაგალითად: შემწვარი გოჭი, აი, ასე დევს ბუტაფორია საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც ვითომ სასამართლო სისტემა ჰქვია, სინამდვილეში ეს არის შემწვარი გოჭი, პლასტმასის ან მუყაოს", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა