თეგებით ძიება

სამართალიახალი ამბებიქართველები გულზე ხელდაკრეფილები არ უნდა იყვნენ - როგორ მიმართავს მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრძოლას აგრძელებს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს დიდი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება და უკრაინასთან ერთად ყველა სწორი ძალა გაიმარჯვებს.

„მადლობა ყველა პატიოსან ექსპერტს. მარიამ ჯიშკარიანის გუნდს, ყველა ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს, ზურა ვანიშვილს, ვალერი გელბახიანს ამ დიდი უსამართლობისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. დიდი მადლობა ყველა პოლიტიკოსს სოლიდარობისთვისა და ადამიანურობისთვის.

ეს ბრძოლა გრძელდება და ბევრად მეტზეა საუბარი, ვიდრე უბრალოდ ჩემი ბედი. დიდი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება და უკრაინასთან ერთად, ყველა სწორი ძალა გაიმარჯვებს და ბოროტება დამარცხდება, მაგრამ ქართველები გულზე ხელდაკრეფილები არ უნდა ელოდნენ, არამედ აქტიურად გამოხატავდნენ თავის პოზიციას“, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა