თეგებით ძიება

"საქართველომ თურქეთს დახმარების ხელი გაუწოდა და სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფებს აგზავნის" - რა წერს თურქული გამოცემა ქართველ მახანძრე-მაშველებზე?

წამყვანი თურქული გამოცემები აქტიურად ეხმაურებიან თურქეთში სტიქიის ზონაში, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, საქართველოდან 60 მახანძრე-მაშველი გამგზავრებას.

"საქართველომ თურქეთს დახმარების ხელი გაუწოდა და სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფებს აგზავნის.  როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 60 მეხანძრე-მაშველი თურქეთში, სტიქიის ადგილას უკვე გაემგზავრა. ისინი სამძებრო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვებიან.“ - წერს თურქული პრესა.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.

რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა