თეგებით ძიება

საზოგადოებას ექნება ძალიან მძიმე რეაქცია - რას ამბობს კობახიძე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე?

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ამას საზოგადოებისგან უმძიმესი რეაქცია მოჰყვება.

"სააკაშვილის შეწყალება მისი გადასაწყვეტია, სამართლებრივად ეს ასეა. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ექნება უმძიმესი რეაქცია ასეთ აქტზე. მეც მექნებოდა და მექნება ძალიან მძიმე რეაქცია ასეთ რამეზე, რადგან თეორიულად ასეთი რამ რომ მოხდეს, ეს იქნებოდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ეს იქნებოდა ჩემი რეაქცია და მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ასეთ თეორიულ შემთხვევაზე ექნება ძალიან მძიმე რეაქცია", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე განაჩენი გამოიტანა და ის პატიმრობაში დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა