თეგებით ძიება

"ტრაგედიას არ აქვს არც რელიგია, არც ეროვნება...ნუ დაუკავშირებთ ამ ყველაფერს "ერის ცოდვებს" - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი?

მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას ეხმაურება და საზოგადოებას მოუწოდებს, სტიქიურ უბედურებას "ერის ცოდვებს" ნუ დაუკავშირებს.

"ტრაგედიას არ აქვს არც რელიგია, არც ეროვნება და არც რამე სხვა, ის რაც მოხდა თურქეთში და სირიაში არის საშინელება.

სტიქიამ არ იცის სად ომია და სად მშვიდობა, ჩვენთანაც დატრიალებულა ტრაგედიები და ვიცით რა განცდაა ეს.

ბევრ ადამიანს ლოცვა აძლიერებს, ბევრს სიმღერა, ბევრს სიმშვიდე.

ვილოცოთ მათთვის, ვიმღეროთ მათთვის და დავდუმდეთ მათთვის.

გთხოვთ, ნუ დაუკავშირებთ ამ ყველაფერს, "ერის ცოდვებს" უბრალოდ დავრჩეთ ადამიანებად...

არც ფოტოს დავდებ არც ვიდეოს, ისედაც ძალიან დავისტრესეთ.

ძალიან ვწუხვარ ...", - წერს მომღერალი.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრები მოხდა, რასაც  ათასობით ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა