თეგებით ძიება

საბავშვო ბაღში არ იქცევიან ისე, როგორც ოპოზიცია იქცევა - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ პარლამენტზე ბოიკოტის გამოცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, ბოიკოტის რეჟიმის ყოფნის პირობებში დეპუტატებმა ხელფასები არ უნდა აიღონ. 

"არასერიოზულია, საბავშვო ბაღში არ იქცევა ასე, როგორც ოპოზიციის ნაწილი იქცევა აქ. ეს სეზონური ბოიკოტები არის გაუგებარი. მაშინ თქვან, რომ ბოიკოტში როცა არიან, არ აიღებენ ხელფასს. რადიატორზე ჯაჭვით ხომ არ არიან მიბმულები? ვისაც წასვლა უნდა წავიდეს. ვისაც არა, დარჩეს და იმუშაოს“, - განაცხადა ელისაშვილმა. 

შეგახსენებთ, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე განაჩენი გამოიტანა და ის პატიმრობაში დატოვა.

შემდეგ კი "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპარლამენტო საქმიანობა შეწვიტა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა