თეგებით ძიება

„მოუცურდა მანქანა და გადავარდა...“ - ასპინძა-ახალციხის გზაზე ავარია მოხდა

ასპინძა-ახალციხის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის მანქანის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

ფაქტზე გამოძიება 125-ე მუხლით დაიწყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„მოუცურდა მანქანა და გადავარდა გზიდან, როგორც ვიცით არავინ დაშავებულა“,- ამბობს ავარიის თვითმხილველი.

ფოტო: „სამხრეთის კარიბჭე“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა