თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 20 ათასს გადააჭარბოს - WHO
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, შესაძლოა, 20 ათასს გადააჭარბოს.
WHO ასევე პროგნოზირებს, რომ მიწისძვრის შედეგად, შესაძლოა 23 მილიონამდე ადამიანი დაზარალდეს, მათ შორის 1,4 მილიონი ბავშვი
ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 ათასს გადააჭარბა.