თეგებით ძიება

"თურქეთში, მიწისძვრის ზონაში ჩასულმა ბერძენმა მაშველებმა 6 წლის გოგონა გადაარჩინეს" - ამბავი იმისა, როგორ იმარჯვებს მტრობაზე სიყვარული

ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი თურქეთ-საბერძნეთის რთული ურთიერთობის მიუხედავად, ბერძენი მაშველების გმირობაზე წერს, რაც მათ სტიქიის ზონაში ჩაიდინეს.

"ყველამ იცით, როგორი დაძაბული ურთიერთობაა თურქეთსა და საბერძნეთს შორის და ეს დაპირისპირება საუკუნეები გრძელდება.

მაგრამ ამის მიუხედავად, ასეთ შემთხვევებში ისინი დაპირისპირებას გვერდით დებენ და ერთმანეთს უპირობოდ ეხმარებიან ხოლმე.

დღეს მიწისძვრის ზონაში ჩასულმა ბერძენმა მაშველებმა 6 წლის გოგონა გადაარჩინეს", - წერს ბატიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა