„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ აქციას იუსტიციის სამინისტროსთან გამართავს
„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ, 8 თებერვალს, 17:00 საათზე იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
"მე გთავაზობთ შემდეგ გეგმას და ნაციონალური მოძრაობა გთავაზობთ შემდეგ გეგმას. პირველი, ხვალ, 5 საათზე, იუსტიციის სამინისტროსთან იქნება პროტესტი, დედაქალაქში მაცხოვრებელ მოქალაქეებს მოგიწოდებთ, მობრძანდეთ და დააფიქსიროთ პროტესტი", - თქვა ხაბეიშვილმა.