„მოსალოდნელია, თავისუფლების შემთხვევაში, სააკაშვილი იქცეს აქტიურ მოწინააღმდეგედ“ - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორხ ზურაბიშვილი წერს, თავისუფლების შემთხვევაში, მოსალოდნელია, სააკაშვილი აქტიურ მოწინააღმდეგედ იქცეს.
„ყოფილი პრეზიდენტის განცხადებების გათვალისწინებით და მის მიერ არ აღიარებული, არ მონანიებული დანაშაულების შედეგად, მოსალოდნელია, მისი გათავისუფლების შემთხვევაში, იგი იქცეს აქტიურ მოწინააღმდეგედ, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ რეალურად ქვეყნის რეპუტაციის და მაშასადამე მისი ევროპული შანსების", - წერს ზურაბიშვილი.