თეგებით ძიება

ესებუაზე არაფერი არ ვიცით, იმ სახლში მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობს და ერთი ბიჭი - რას ამბობს სოფელ ჯიხაშკარის მკვიდრი?

"საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებული, ბადრი ესებუას დაკავების შემდეგ სოფელ ჯიხაშკარში, ჯიქიების საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  

სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, თუ რა კავშირი ჰქონდა ესებუას ჯიქიების ოჯახთან. 

"ჩვენ არაფერი არ ვიცით. მე იმ სახლში ორჯერ ვარ ნამყოფი, იქ იყო თუ არ იყო ბადრი ესებუა, არაფერი არ ვიცი. ცოლ-ქმარი არიან, მოხუცები და ერთი ბიჭი. ბიჭი ავადმყოფია. გადაყვანილი არიან სამივე ზუგდიდში“, - განაცხადა სოფელ ჯიხაშკარის მკვიდრმა "ტვ პირველთან“.

შეგახსენებთ, ბადრი ესებუა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში შეიჭრა. ის, ნახევარ მილიონ დოლართან ერთად, ვერტმფრენს ან მანქანას ითხოვდა, რათა მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია ჰქონოდა. ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცველებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ ბადრი ესებუამ სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.

გამოძიება მის წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა