თეგებით ძიება

სად და ვისთან იმალებოდა ბადრი ესებუა? - ახალი დეტალები

ძებნილი ბადრი ესებუა, რომელიც გამთენიისას სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს, მანამდე, 2 წლის განმავლობაში ოკუპირებული გალის მუნიციპალიტეტში, სოფელ გაგიდას აფარებდა თავს. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

„ბადრი თითქმის ერთი წელი ცხოვრობდა ომიანე ჯიქიას გოგოს სახლში, გაგიდაში, მერე იქაც არ დაედგომებოდა და ასე მოძრაობდა. ომიანეს ორი გოგო ჰყავს, ერთი ჯიხაშკარშია გათხოვილი და ბადრის მიმოსვლის ამბავი იცოდა, მეორე გოგოს შვილმა, ზვიად ხარჩილავამ, რომელიც ამჟამად დაკავებულია და სასჯელს იხდის, მან არ აღიარა ბადრისთან რაიმე სახის კავშირი. დაკავებამდე კი მას უთქვამს: ბადრის ვერავინ დაიჭერსო.

ამის შემდეგ წავიდა მუშაობა ამ კუთხით. ეს ჯიქიები ენათესავებიან ესებუებს. ბადრის ძმის ცოლის მეზობლები არიან, ბიძინასი, რომელიც ამჟამად დაკავებულია“, - გვითხრა წყარომ.

ცნობისთვის, ბადრი ესებუა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში შეიჭრა. ის, ნახევარ მილიონ დოლართან ერთად, ვერტმფრენს ან მანქანას ითხოვდა, რათა მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია ჰქონოდა. ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცველებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ ბადრი ესებუამ სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.

გამოძიება მის წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა