თეგებით ძიება

თურქეთში, ნანგრევებში მოყოლილი საქართველოს ორი მოქალაქე ისევ ვერ იპოვეს? - ელჩის სპეციალური განცხადება

თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა, რომ საქართველოს ორი მოქალაქე, რომელიც მოყოლილია ნანგრევებში, ჯერჯერობით ვერ იპოვეს.

მისივე თქმით, გუშინ ღამის განმავლობაში ნანგრევებში საქართველოს 6 მოქალაქის ძებნა მიმდინარეობდა, რომელთაგან 4 ამოიყვანეს და ისინი თავს კარგად გრძნობენ.

„გუშინ მთელი დღის განმავლობაში შემოდიოდა ზარები. ვიპოვეთ ჩვენი რამდენიმე მოქალაქე. ღამისთვის, პრაქტიკულად, 6 მოქალაქის ძიების პროცესი მიმდინარეობდა. საბედნიეროდ, 4 ვიპოვეთ. ისინი გადაყვანილები არიან დაცულ სივრცეში, ჯანმრთელად, კარგად არიან. ჩვენი 2 მოქალაქე, რომელიც მოყოლილია ნანგრევებში, ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ. სამუშაოები გრძელდება“, - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 7 800-ს გადააჭარბა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა