საძინებლის კარი ტყეში გადიოდა - კადრები სახლიდან, სადაც ბადრი ესებუა იმალებოდა (ვიდეო)
ვრცელდება კადრები, სადაც "საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებული, ბადრი ესებუა დაკავებამდე იმალებოდა.
"მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფი სოფელ ჯიხაშკარში მდებარე იმ საცხოვრებელ სახლში მას შემდეგ შევიდა, რაც ოჯახის წევრები პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ სავარაუდოდ იმ საძინებელ ოთახს, სადაც ესებუა ცხოვრობდა, აქვს კარი, რომელიც პირდაპირ გადის გარე ტერიტორიაზე, საიდანაც კარად ჩანს ტყეც.
შეგახსენებთ, ბადრი ესებუა სამართალდამცველებმა გამთენიისას დააკავეს. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.