თეგებით ძიება

პრობლემები ვერ მოგვარდება იმ იმედით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს - რას აცხადებს სანდრო რაქვიაშვილი?

პარტია „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, როომ პრობლემები ვერ მოგვარდება იმ იმედით, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. 

მისივე თქმით, საკითხის ირგვლივ პოლიტიკური კონსენსუსი თუ იქნება მიღწეული, სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება უნდა იყოს კონფლიქტის დასრულების გზა და არა კონფლიქტის გაღვივების.

„ქვეყანა რომ ზიანდება, მგონი, ამას უკვე ყველა ვხვდებით, მაგრამ შიგნით რომ ვერ ვლაპარაკობთ მნიშვნელოვან რეფორმებზე, საგარეო ფრონტზეც პრობლემები გვაქვს. მეც მივიჩნევ, რომ ეს პრობლემა მოსაგვარებელი გვაქვს, უბრალოდ, არ მოგვარდება ვირტუალური მიზეზებით, რომლებსაც რაღაც ჯანმრთელობის არგუმენტი ჰქვია და რომლისაც მგონი, თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებსაც კი არ სჯერათ. პრობლემები ვერ მოგვარდება იმ იმედით, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.

უნდა ვიპოვოთ პოლიტიკური გამოსავალი, რომ მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, რომელსაც არ უნდა მიხეილ სააკაშვილის გამოშვება, რაღაცნაირად გასაგებად შევთავაზოთ ალტერნატივა, რისთვის ვაკეთებთ ამას. თუ ასეთი პოლიტიკური კონსენსუსი აღმოჩნდება, მაშინ, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი გასაშვებია. უბრალოდ, ეს გაშვება ვიღაცის დამარცხება, განადგურება არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს საზოგადოების შეთანხმება – გვესმის, ადამიანმა რაღაც დააშავა წარსულში, მაგრამ როგორც ჩვენ ვაპატიეთ ბევრ ადამიანს წარსულში, 90-იან წლებში და აღარ დავსდევთ ამ ადამიანებს, არ ვცდილობთ, ციხეში ჩავსვათ, ისე უნდა ვაპატიოთ მიხეილ სააკაშვილს. ოღონდ ეს მართლა უნდა იყოს კონფლიქტის დასრულების გზა და არა კონფლიქტის გაღვივების", - აცხადებს პოლიტიკოსი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა