თეგებით ძიება

"სამხრეთ კავკასიას ახალი ღრუბელი უახლოვდება...ხალხებს მოუწევთ ტანჯვა და წუხილი" - რუსეთი საქართველოს ომით ემუქრება?

რუსეთის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგოლ კარასინი საქართველოსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ სამხრეთ კავკასიის ხალხებს ტანჯვა და წუხილი მოუწევთ.

„სამხრეთ კავკასიას ახალი ღრუბელი უახლოვდება. რუსეთთან კონფრონტაციის აზარტში შესული დასავლელები, ფაქტობრივად ყინავენ მოლაპარაკებების სასარგებლო ფორმატს „სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების შესახებ ჟენევის დისკუსიების“ ფარგლებში (აფხაზეთი, „სამხრეთ ოსეთი“, საქართველო, რუსეთი, შეერთებული შტატები ეუთოს, გაეროს და ევროკავშირის მონაწილეობით).

ის 2008 წელს ჩამოყალიბდა და მთელი ეს პერიოდი უსაფრთხოების საიმედო ბადეს წარმოადგენდა ამ რეგიონში სიტუაციის გამწვავების წინააღმდეგ. რუსეთი ყოველთვის პასუხისმგებლობით მონაწილეობდა მის მუშაობაში და, ასევე, ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმებში, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში შეიქმნა. ალბათ, ვაშინგტონის გეგმებში უკვე აღარ შედის შედარებითი პროგნოზირებადობა. რა გაეწყობა, ახლა, სამხრეთ კავკასიაში ჩვენი საერთო რეგიონის ხალხებს მოუწევთ ტანჯვა და წუხილი. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ და მოვემზადოთ“, - წერს კარასინი Telegram-ზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს საქართველოს 20%-ზე მეტი ოკუპირებული აქვს. რუსული ჯარები დგას საქართველოს ორ რეგიონში - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა