ჩემ შესახებ პრეზიდენტის განცხადება იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება, წელიწადში ერთხელ ეპატიოს - ირაკლი კობახიძე
ჩემ შესახებ პრეზიდენტის განცხადება იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება, წელიწადში ერთხელ ეპატიოს, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას შეეხებოდა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადება, თავდაპირველი ყალბი ეგონა.
„ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება, პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს. როდესაც პრეზიდენტი თავის ოფიციალურ საიტზე ასეთ რაღაცას დებს, თავიდან ფეიკი მეგონა, მართლა წარმოუდგენელი იყო, ჩვენებს ვუთხარ ალბათ, ფეიკი იქნება თქო, მერე აღმოჩნდა, რომ მოუნდა ასე ხუმრობა და იხუმრა, რა ვქნათ“.
ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, მან კარგად გაიაზრა საზოგადოების განწყობა თემის გარშემო, საზოგადოებას არ უნდა არეულობა, რადიკალიზმის გაღვივება და ყველამ კარგად იცის, რომ ერთ-ერთი მიზანი სააკაშვილის გამოშვების არის სწორედ ამ არეულობის წყაროს შექმნა“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ქართველი ხალხის, საზოგადოების ინტერესებს.
„ერთი ცუდი ის არის, რომ თავის დროზე მას ჰქონდა მკვეთრი განცხადება „არა და არასოდეს“, გუშინ ასეთ განცხადება არ გაუკეთებია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს სათანადო პოზიცია, ჩვენ მეტ სიღრმეში არ შევალთ“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 7 თებერვალს განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ამას საზოგადოებისგან „უმძიმესი რეაქცია ექნება“.