თეგებით ძიება

"სააკაშვილი 300.000 დოლარს უხდის ამერიკელ “ექიმებს,” რომ მისთვის სასურველი დასკვნები დადონ" - ვატო შაქარიშვილი

"აი იას“ წევრი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 300.000 დოლარს უხდის ამერიკელ “ექიმებს,” რომ მისთვის სასურველი დასკვნები დადონ.

"სააკაშვილი 300.000 დოლარს უხდის ამერიკელ „ექიმებს“, რომ მისთვის სასურველი დასკვნები დადონ. ქართველ ექიმებს კი, ვინც რეალურად მის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნავს - აგინებს, დაჭერით ემუქრება და ფიზიკურად ძალადობს მათზე! ყველაფერი ნათქვამია!“ - წერს ვატო შაქარიშვილი.

ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცამების მიხედვით, ამერიკული იურიდიული კომპანია „Akerman LLP“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ლობირებს, რაშიც ჯამში, კომპანიამ $917,177.44 აშშ დოლარი მიიღო. ლობისტებთან გაფორმებულ კონტრაქტს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აწერს ხელს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა