უკრაინის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში ჩავიდა.
უკრაინის პრეზიდენტს აეროპორტში ბრიტანეთის პრემიერი, რიში სუნაკი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი მეფე ჩარლზ III-ს შეხვდება და სიტყვით გამოვა პარლამენტში.
ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ზელენსკის მეორე ოფიციალური ვიზიტია. მანამდე უკრაინის ლიდერი აშშ-ში იმყოფებოდა.