თეგებით ძიება

"შენთან ურთიერთობა ყოველთვის იყო დღესასწაული, შენს ნიჭს არ ჰქონდა საზღვრები..." - რაულ ქირია რეზი ქაროსანიძეზე

იმერეთის გუბერნატორის ყოფილი მრჩეველი, რაულ ქირია სოციალურ ქსელში მსახიობი და რეჟისორის, რეზი ქაროსანიძის გარდაცვალებას ეხმაურება.

"არ ვიცი რა ვთქვა, შემზარავია ეს ყველაფერი! საშინელებაა, ჯოჯოხეთი, სიტყვით გამოუთქმელი, საზიზღარი, აუტანელი ტკივილი... 

შენთან ურთიერთობა ყოველთვის იყო დღესასწაული, შენს ნიჭს არ ჰქონდა საზღვრები, შენ გამორჩეული მეგობრობა და გვერდში დგომა შეგეძლო, შეგეძლო ყოველთვის სხვისით გეცხოვრა, შენთვის მთავარი თეატრის წინსვლა და წარმატება იყო და რამ მოგაფიქრებინა ეს?! სცენაზე, სადაც მტვერიც კი გიყვარდა, როგორ დაემშვიდობე ყველას და ყველაფერს, ან რატომ?! რა ვერ შევამჩნიეთ, საიდან და რატომ მოვიდა შენთან ეს წარმოუდგენელი აზრი?! 

ძალიან, ძალიან მენანები და ძალიან მიჭირს შენზე წარსულში საუბარი", - წერს რაულ ქირია.

შეგახსენებთ, დღეს მსახიობი და რეჟისორი, რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა