თეგებით ძიება

"გადავწყვიტე, ხვალიდან, 9 თებერვლიდან 5 დღით უსასყიდლოდ მიმტანად ვიმუშავო" - რას წერს გოგა ჩანადირი?

ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს, რომ მძიმე დაავადებების მქონე ადამიანების დასახმარებლად, თბილისის ერთ-ერთ კაფეში მიმტანად უსასყიდლოდ იმუშავებს.

"გადავწყვიტე, ხვალიდან, 9 თებერვლიდან 5 დღით უსასყიდლოდ მიმტანად ვიმუშავო ბარ-რესტორან "შარდენ 11-ში", ამავე მისამრთზე, საღამოს 7-დან 12 სთ-მდე. ე.წ ჩაი-შემოწირულობა შევაგროვო და თანხა დიმიტრი ცინცაძის ფონდში ჩავრიცხო, რომელიც ლეიკემიითა და სხვა მძიმე დაავადებით დატანჯულ ადამიანებს მოხმარდება გამოსაჯანმრთელებლად.

საუკეთესოდ  მოგემსახურებით.

გელით.

თუ მოსვლას ვერ ახერხებთ და გაქვთ 5-10 ლარის გამოყოფის საშუალება, გთხოვთ გამოიყენოთ ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი

#GE62BG0000000996577500

თი ბი სი ბანკი

#GE98TB7517536080100003

მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი

გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ "შარდენი," რათა ანგარიშისათვისა და მომავალში იდეის დასახვეწად დავადგინოთ ამ მცდელობით მობილიზებული თანხის ოდენობა", - წერს გოგა ჩანადირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა