თეგებით ძიება

გაუსკდათ ამბავი, რომ ფრაზების „სააკაშვილი მოწამლეს“ უკან იდგა დასკვნა, რომელშიც ასობით ათასი დოლარი იყო გადახდილი - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზციას გაუსკდა ამბავი, რომ ფრაზების „სააკაშვილი მოწამლეს“, „ძალიან ცუდად არის“, უკან იდგა დასკვნა, რომელშიც ასობით ათასი დოლარია გადახდილი.

მდინარაძის თქმით, უკვე დადასტურებულად შეიძლება თქმა, რომ მიხეილ საკაშვილთან დაკავშირებით მსოფლიო პრესაში გამოქვეყნებული სტატიები შეკვეთილი იყო.

"გაუსკდათ ამბავი, რომ თითოეული ფრაზის უკან, მოწამლეს – ამის უკან იდგა დასკვნა, რომელშიც ასობით ათასი დოლარი იყო გადახდილი. ვიღაც სხვა დიაგნოზზე მიუთითებდა, რომ ძალიან ცუდად არის. ამის უკანაც იდგა ასეულობით ათასი დოლარი და ა.შ. როდესაც მათ ოფიციალურად მილიონ დოლარზე გაფორმებული ხელშეკრულების გამოქვეყნება მოუწიათ, წარმოიდგინეთ, რამდენია იმის იქით შეკვეთილ სტატიებში დახარჯული, რაც ბევრი ქართული ნიუსის საფუძველი გახდა.

ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მსოფლიო პრესაში ერთდროულად რამდენიმე ათეულ, საკმაოდ ავტორიტეტულ გამოცემებში გაჩნდა ერთი და იგივე სათაურებით და ანალოგიური ტექსტებით უამრავი სტატია. უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეული მათგანი შეკვეთილი იყო. კონკრეტული ფული იყო გადახდილი, თან გადახდილი იყო არა ათასი, ორიათასი და სამი ათასი დოლარი, არამედ უკვე დადასტურებულად საუბარია ასეულობით ათას და მილიონობით დოლარზე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა. ამასთან, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია „აკერმანმა“ მიხეილ სააკაშვილის საქმეში სამედიცინო და სხვა სახის მომსახურებისთვის 350 000 დოლარზე მეტი გადაიხადა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა