თბილისში საკოლის მოსწავლე დაჭრეს
თბილისში, ფონიჭალაში სკოლის მოსწავლე არასრულწლოვანმა პირმა დაჭრა. "მთვარი არხის" ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, მომხდარზე დაკავებულია 1 პირი, რომელიც ასევე არასრულწლოვანია.