როგორ უნდა მოიქცეთ მიწისძვრის დროს? - 5 რჩევა, რომელიც უნდა იცოდეთ
თურქეთის ტერიტორიაზე, სირიის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის გამო მთელი მსოფლიო შეშფოთებულია. შესაბამისად, საზოგადოებას აინტერესებს, იცოდეს - როგორ უნდა მოიქცეს, როდესაც შესაძლო, ბიძგებს იგრძნობს.
მიწისძვრის დროს საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია რამდენიმე ქმედება:
დარჩით ადგილზე! შეძვერით მაგიდის ან სხვა ავეჯის ქვეშ და ხელები ქვემოდან მიაბჯინეთ. მოშორდით ფანჯრებს, ბუხრებს, მძიმე ავეჯსა და ხელსაწყოებს;
არ გაიქცეთ კიბეებისკენ ან არ გავარდეთ გარეთ, ვიდრე ბიძგები არ შეჩერდება. როგორც კვლევებმა აჩვენა, ადამიანების დიდი ნაწილი დაზიანებებს ძირითადად შენობების დატოვების დროს იღებს;
სასწრაფოდ დატოვეთ სამზარეულო, რადგან შეიძლება, კედლიდან ავეჯი ჩამოცვივდეს
თავი შორს დაიჭირეთ ისეთი ნივთებისგან, რომლებიც შესაძლოა, ჩამოვარდეს, მაგალითად ჭაღი, კედლის კარადები და ა.შ.
არ გამოიყენოთ ლიფტი.