სირიაში, ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს (ვიდეო)
სირიის ქალაქ იდლიბში, რომელიც დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, ნანგრევებიდან ერთი ოჯახის ექვსი წევრი ამოიყვანეს.
სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციის, “თეთრი ჩაფხუტების” ვიდეოში ჩანს, როგორ ამოჰყავთ მაშველებს ცოცხლად ექვსი ადამიანი.
აქედან 4 ზრდასრულია, 2 კი - ბავშვი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში მიწისძვრამ 11 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. დანგრეულია რამდენიმე ათასი შენობა.
A true miracle...the sounds of joy embrace the sky... joy beyond belief.
An entire family was rescued from under the rubble of their house this afternoon, Tuesday, February 7, in the village of Bisnia, west of #Idlib.#Syria #earthquake pic.twitter.com/Cb7kXLiMjT — The White Helmets (@SyriaCivilDef) February 7, 2023
წყარო - "პრაიმტაიმი"