თეგებით ძიება

ეს არ იყო უბრალოდ მიწისძვრა, ეს იყო უფრო ღრმა და შემზარავი - რას ამბობს საბა ლობჟანიძე?

თურქული კლუბის, "ჰათაისპორის” ფეხბურთელი, საბა ლობჟანიძე თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება.

"რა ტრაგედიაც მოხდა, არავის გამოგაცდევინოთ ღმერთმა. ეს არ იყო უბრალოდ მიწისძვრა, ეს იყო უფრო ღრმა და შემზარავი. მე მშვიდობით ვარ, მაგრამ ეს არაა მთავარი ამ წამს. ხალხი დანგრეულ შენობებში ბავშვებს და ოჯახის წევრებს ეძებს და ამაზე საშინელი არაფერი არაა. მშვიდობა ჩვენ და მშვიდობა ყველას“, - ამბობს საბა ლობჟანიძე ინსტაგრამის "სთორის“ საშუალებით. 

ნანგრევებში იყვნენ მოყოლილი ლობჟანიძის კლუბის წევრებიც. 

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

ამ ეტაპზე, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრამ 11 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა